ახალი ამბები

მარინე მიზანდარი პრემიერის ბრძანებას გაასაჩივრებს

11 თებერვალი, 2014 • • 1082
მარინე მიზანდარი პრემიერის ბრძანებას გაასაჩივრებს

მიზანდარის განმარტებით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მას დახმარებას დაპირდა. ის საიას იურისტებთან კონსულტაციას გაივლის და შემდეგ ჩამოყალიბდება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფორმულირება მიეცემა საჩივარს.

 

მიზანდარი ამბობს, რომ ამ ვითარებაში იგი არ მოითხოვს თანამდებობაზე აღდგენას, არამედ მოელის განმარტებებს, თუ რას გულისხმობდა დისციპლინური გადაცდომა, რაც მისი სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი გახდა.

 

მარინე მიზანდარი ამ დროისთვის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში იმყოფება, რათა საკუთარი ნივთები წამოიღოს.

 

კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ 5 თებერვალს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობიდან მარინე მიზანდარის გადაყენების მოთხოვნით. ირაკლი ღარიბაშვილმა მიზანდარის დათხოვნის შესახებ ბრძანებას ხელი 10 თებერვალს მოაწერა. 

 

 

მარინე მიზანდარი
მარინე მიზანდარი

მასალების გადაბეჭდვის წესი