ვიცეპრემიერებად გიორგი გახარია და მაია ცქიტიშვილი დაინიშნენ

საქართველოს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ორი ვიცეპრემიერი იქნება. პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ვიცეპრემიერებად დაინიშნენ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.

შესაბამის ბრძანებებს მთავრობის მეთაურმა ცოტა ხნის წინ მოაწერა ხელი.