საგამოძიებო სამსახურში დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის დაკავებას ადასტურებენ

დეპუტატის ცნობით, ორივე მათგანი ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან:

 

” ველოდებით სხვა დაკავებებსაც. ასეთი ინფორმაცია გვაქვს”, – აცხადებს დეპუტატი.

 

როგორც ირმა ნადირაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, ზემოხსენებული პირები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა, თუმცა აღნიშნულ უწყებაში ნეტგაზეთს მხოლოდ ოტიაშვილის დაკავება დაუდასტურეს:

 

“ბატონ ოტიაშვილს სამი მუხლი აქვს [წაყენებული]- სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, უფლებამოსილების გადამეტება და კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება”, – აცხადებენ  საგამოძიებო უწყების პრესსამსახურში.