ტოჩინოშინი ტრავმის გამო თამაშს გამოეთიშა

ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი  მიღებული ტრავმის გამო ოძეკის რანგში პირველ სუპერტურნირს გამოეთიშა.

სუმოისტს ტრავმა მარჯვენა ფეხზე აქვს მიღებული.  მას ერთთვიანი მკურნალობა ესაჭიროება.

მანამდე ქართველმა სუმუისტმა, ლევან გორგაძემ ნაგოია ბაშოზე ზედიზედ მეხუთე შეხვედრა მოიგო. მა12 ივლისს კოტოშოგიკუ დაამარცხა და ოძეკის რანგში პირველ სუპერტურნირზე იმპერატორის თასისთვის ბრძოლას აგრძელებდა.