პარლამენტმა თვითმმართველობის კოდექსი დაამტკიცა

პარლამენტმა თავდაპირველად კენჭი კოდექსის 156-ე მუხლს უყარა, რომელიც ასევე 77 ხმით 7-ის წინააღმდეგ მიიღეს.

 

მიღებული კოდექსით რეგულირდება ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ორგანიზების, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების და მისი ორგანოების, ასევე, დედაქალაქის სტატუსის და მისი უფლებამოსილებების საკითხები.

კოდექსის თანახმად, საქართველოში 5-ის ნაცვლად 12 თვითმმართველი ქალაქი იქნება, სადაც მერს პირდაპირი წესით აირჩევს მოსახლეობა.

გარდა ამისა, კოდექსში თავდაპირველად არსებული მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანებები სამხარეო საკონსულტაციო საბჭოებად გარდაიქმნება. საკონსულტაციო საბჭო მონაწილეობას მიიღებს კონსულტაციებსა და განხილვებში.