ბრიუსელის სამიტის დეკლარაცია: საქართველო გახდება ნატოს წევრი MAP -ის მეშვეობით

ნატოს ბრიუსელის სამიტის დეკლარაციაში, რომელიც 11 ივლისს გამოქვეყნდა,  საქართველოსთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი MAP-ის, როგორც ნატოში ინტეგრაციის განუყოფელი პროცესის, საშუალებით.

დეკლარაციის მთავარი გზავნილები საქართველოსთან დაკავშირებით ასეთია:

[checklist]

სამიტის მონაწილე ლიდერები დეკლარაციით მხარს უჭერს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას:

“ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს უკრაინის დ მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს სამხედრო ძალები სამივე ქვეყნიდან. ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო და არალეგიტიმურ ანექსიას, რომელსაც ჩვენ არ ვაღიარებთ მომავალშიც. ყირიმელი თათრების  და სხვა ადგილობრივი კომუნების დისკრიმინაცია უნდა დასრულდეს”.

ნატოს წევრი ქვეყნები ბრიუსელის სამიტის დეკლარაციით მოუწოდებენ რუსეთს, უკან წაიღოს გადაწყვეტილებები აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, ასევე დაასრულოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და შეწყვიტოს ე.წ ბორდერიზაცია.

საქართველოს რეაქცია დეკლარაციაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა ზალიან მნიშვნელოვანი უწოდა ჩანაწერს საქართველოზე ნატოს სამიტის დეკლარაციაში.

„ ის პირდაპირ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, რომლებიც უკანონოდ იმყოფებიან და იმყოფებიან მასპინძელი ქვეყნის ნებართვის გარეშე. მსგავსი სახის ჩანაწერი პირველად ხდება, როდესაც არის მითითება მასპინძელი ქვეყნის ნებაზე. ასევე არის მოწოდება, რომ რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტით ნაკისრი ვალდებულება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატო-ს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და საერთაშორისო ნორმების პატივისცემისკენ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიებზე“ .

მინისტრმა მნიშვნელოვანი უწოდა დეკლარაციაში ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების დადასტურებას და  ხაზი გაუსვა 12 ივლისს ნატო-ს სამიტზე დაგეგმილ ნატო-საქართველო-უკრაინის ფორმატით შეხვედრას, რომელიც მისი თქმით, უპრეცედენტოა და ფოკუსირებული იქნება უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე. მისივე თქმით, შეხვედრას სავარაუდოდ მოყვება ერთობლივი დოკუმენტი, რომელიც კიდევ უფრო ვრცელი, მოცულობით და შინაარსით კიდევ უფრო დატვირთული იქნება და ყველა ეს თემა, რომელზეც საუბარი არის კომუნიკეში ფართოდ იქნება გაშლილი.


მნიშვნელოვანი ფაქტები:

 1992:  ნატო-საქართველოს ურთიერთობები ამ დროიდან იწყება, როდესაც საქართველო შეუერთდა ნატო-ს ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს (NACC), რომელიც 1997 წელს შეიცვალა ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოთი ;

1994: საქართველო გახდა ნატო-ს ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის” (PfP – Parntnership for Peace) პროგრამის თანამონაწილე.

2002: ნატო-ს პრაღის სამიტზე საქართველომ გააკეთა ოფიციალური განაცხადი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, სწორედ ამ დროიდან იწყება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი.

2004:   29 ოქტომბერს, ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოების და ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების წარმატებით განხორციელების მიზნით, საქართველო გახდა პირველი პარტნიორი სახელმწიფო, რომელთანაც ალიანსმა დაიწყო ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის ფორმატში თანამშრომლობა.

 2008 წლის 3 აპრილს, ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება (Bucharest Summit Declaration), რომ „საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა“.


საზოგადოებრივი აზრი:

2018 წლის მარტში NDI -ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებით საქართველოს მოსახლეობის 65 %-ისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი გახდეს ნატოს წევრი: