თიბისის შექმნილ პირველ ქართულ ჩათ ბოტს ახალი ფუნქციები დაემატა

თი ბოტი  მესენჯერ აპლიკაციაში თიბისის ჩატ ბოტია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საბანკო ოპერაციების შესრულება (თანხის გადარიცხვა, ბალანსის შემოწმება, მობილური ბალანსის შევსება), ინფორმაციის მიღება (დაგეგმილი ივენთების, ახლომდებარე ბანკომატების, ამინდის შესახებ) და TKT.GE-დან ბილეთების შეძენა.

ახლა თი ბოტს ინოვაციური ფუნქციები – ხმოვანი შეტყობინება და თი ტრანსფერი დაემატა:

[checklist]

[/checklist]

ბოტის ახალი ფუნქციის გამოყენებისთვის მომხმარებელმა თი ბოტთან ჩათში უნდა დააჭიროს მიკროფონის ნიშანს და ხმოვანი ბრძანების სახით თხოვოს თის სასურველი ოპერაციის შესრულება. მაგალითად “გადარიცხე გიორგისთან  5 ლარი”, „დღეს რა ამინდია თი“, „ნახე რამდენი მაქვს ბალანსი“ ანგარიშზე, მობილურზე მინდა ფულის ჩარიცხვა. თი ბოტს ესმის ეს ხმოვანი ბრძანებები და  პასუხებს წერილობით რეჟიმში აბრუნებს.

თი ტრანსფერის საშუალებით მომხმარებელი თანხის გადარიცხვას მეგობართან  საუბრის დროს მესენჯერის აპლიკაციიდან გაუსვლელად  შეძლებს.