ერევნის მერი გადადგა

ერევნის მერი, ტარონ მარკარიანი, რომელსაც აღნიშნული პოსტი 2011 წლიდან ეკავა, დღეს, 2018 წლის 9 ივლისს გადადგა.

სომხეთში მთავრობის შეცვლის შემდეგ მოქალაქეთა ჯგუფი ერევნის მერის გადადგომასაც მოითხოვდა. აღნიშნული მოთხოვნით 16 მაისს დემონტრანტები ერევნის მერიაშიც შეიჭრნენ.

ერევნის მერის მოვალეობას დროებით შეასრულებს ტარონ მარკარიანის მოადგილე, კამო არეიანი.