ნაციონალისტურმა მოძრაობა “ქართულმა მარშმა”, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატად სანდრო ბრეგაძის წარდგენას აპირებს, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რამდენიმე დეზინფორმაცია გაავრცელა:
აღნიშნული დეზინფორმაცია არაერთმა ფეისბუკ გვერდმა და მედიასაშუალებამ გაავრცელა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქსენოფობიურ საიტებსა და გვერდებზე გავრცელებული ორივე ინფორმაცია შეისწავლა, თუმცა ამ ისტორიების ნამდვილობა არ დადასტურდა.
“ქართულმა მარშმა” “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის პირველწყარო იყო mystar.ge და თავად არ უცდიათ აღნიშნული ინფორმაციის სარწმუნოობის გადამოწმება.