პრეზიდენტის სიძე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური 6 ივლისს, გვიან ღამით, ფეხში დაჭრეს. ის რესპუბლიკურ სააავდმყოფოშია მოთავსებული.

როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა ჟურნალისტებს უთხრა, მინდია გოგოჭურის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეში ოთხი გამჭოლი ჭრილობა აქვს მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სხეულის განძრახ მძიმედ დაზიანების მუხლით არის დაწყებული.