საქართველოს ჰეპატოლოგთა ასოციაცია (საჰეა) C ვირუსის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანტივირუსული მედიკამენტების მიღებასა და ღვიძლის სიმსივნის განვითარების რისკის შესაძლო ზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ასოციაციის თქმით, მიმდინარე დებატებს არაფერი საერთო არ აქვს თანამედროვე მედიცინაში არსებულ პროცესებთან და რეალურ სამეცნიერო ფაქტებთან.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ჰეპატოლოგიის წამყვანი ექსპერტები ცალსახად შეთანხმდნენ შემდეგ უტყუარ ფაქტებზე:
“ევროპის ღვიძლის შემსწავლელი ასოციაციის (EASL) უკანასკნელ, 2018 წლის მეთოდურ რეკომენდაციაში, რომელიც C ვირუსის მკურნალობას ეძღვნება, ანტივირუსული მკურნალობის მიზნების ჩამონათვალში ღვიძლის სხვა გართულებების თავიდან არიდებასთან ერთად ხაზგასმით არის აღნიშნული ჰეპატოცელულური კარცინომის განვითარების რისკის შემცირება. ასევე აღნიშნულია, რომ იმ პაციენტებში, რომელთაც უკვე დიაგნოსტირებული აქვთ ღვიძლის კიბო, ანტივირუსული თერაპიის სარგებელი ბოლომდე ნათელი არ არის. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი პაციენტების აბსოლუტურ უმრავლესობას ღვიძლის მძიმე, შეუქცევადი დაზიანება აღენიშნება, მკურნალობა მაინც დასაშვებია ჰეპატოცელულური კარცინომის მჭიდრო მეთვალყურეობის პარალელურად,” – ამბობს ასოციაცია.
განცხადების ბოლოს საქართველოს ჰეპატოლოგთა ასოციაცია პაციენტებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს: