კანონმდებლობა ზრდის სასამართლოში კორუფციის რისკებს – TI

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” დღეს, 5 ივლისს გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში კორუფციის რისკებია შეფასებული. როგორც ორგანიზაცია აცხადებს, ამ ტიპის კვლევა საქართველოში პირველად მომზადდა და მასში წარმოდგენილი მიგნებები 2018 წლის აპრილისთვის არსებულ მდგომარეობას ასახავს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ცნობით, სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობის კვლევამ აჩვენა, რომ სასამართლო სისტემაში კორუფციის სავარაუდო შემთხვევების ხელშემწყობი ძირითადი ფაქტორებია: ა). მართლმსაჯულების ადმინისტრირებაზე არასათანადო გავლენა მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მიერ და ბ). სასამართლო ხელისუფლების სისტემური პრობლემები, რომლებიც გამოწვეულია ხარვეზიანი კანონმდებლობით და  რომელთა გამოსწორებაც არ მოხერხდა სასამართლო სისტემაში და მის გარეთ არსებული წინააღმდეგობის გამო.

ორგანიზაციის შეფასებით:

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მოსაზრებით, პრობლემების მოგვარების მიზნით, მნიშვნელოვანია:

რაც შეეხება კვლევის მეთოდოლოგიას, არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, აღნიშნულ კვლევაში მოცემული ძირითადი მიგნებები სასამართლო სისტემის მდგომარეობის სიღრმისეული კვლევის შედეგად გაკეთდა, რაც მოიცავს არსებული კანონმდებლობის დეტალურ ანალიზს, ბოლო წლების რამდენიმე გახმაურებული საქმის შესწავლას, ჩაღრმავებულ ინტერვიუებს სამართლის სფეროს სპეციალისტებთან და საზოგადოებრივი აზრის მონაცემების ანალიზს. ამასთან, კვლევაში განხორციელებული მიგნებები არ ეყრდნობა ანგარიშში მოცემულ ინტერვიუებს და ისინი მხოლოდ და მხოლოდ  პროფესიულ წრეებში არსებული განწყობების დემონსტრირებას ისახავს მიზნად.