სუს-ში არ აკონკრეტებენ, რა მუხლით იძიებენ აეროპორტში მომხდარ ინციდენტს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ აკონკრეტებენ, რა მუხლით იძიებენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2 ივლისს მომხდარ ინციდენტს. “ნეტგაზეთის” კითხვაზე, რომელი მუხლით მიმდინარეობს გამოძიება და კონკრეტულად რა სახის ნივთიერება დააქცია დაკავებულმა ერთ-ერთი ავიაკომპანიის ოფისში, სუს-ში აღნიშნეს, რომ დამატებით ინფორმაციას ამ დროისთვის არ ავრცელებენ. სუს-ის თქმით, აეროპორტში მოწამვლის საქმეზე რუსეთის მოქალაქე დააკავეს