გოგი წულაია სასამართლოსთან ჩალით მივიდა

თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია  ქუთაისში, სასამართლოსთან ჩალით მივიდა. როგორც თავად წულაია განმარტავს, ამ სიმბოლური ჟესტით მან აჩვენა, რომ “ქვეყანა ჩალით არის დახურული”.  ინფორმაციას “ქუთაისის პოსტი” ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, წულაიამ წყალტუბოს მუნიციპალიტის სოფელ ჟონეთში მცხოვრები მაყვალა დანგაძის პროტესტს მხარი დაუჭირა. მაყვალა დანგაძის თქმით, მის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გრანიტს მოიპოვებენ. მისი თქმით, სასამართლო დავა უკვე 4 წელია გრძელდება.

გოგი წულაია ჩალით სასამართლოსთან