GIPA და განათლების სამინისტრო ერთობლივ სოციალურ პროექტს იწყებენ

GIPA და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ერთობლივ სოციალურ პროექტს იწყებენ. პროექტის მიზანი სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე პირებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, მათი წახალისება და სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობაა.

საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის თანახმად, „განათლების უფლება მოქალაქეთა ერთ-ერთი არსებითი სოციალური უფლებაა და იგი ქმნის როგორც მისი პიროვნების, ასევე მთელი საზოგადოების განვითარების წინაპირობებს.“

ამ მიზნით, GIPA-ში, განათლების სამინისტროს მხარდაჭერით, შეიქმნა შესაბამისი „მხარდაჭერის ფონდი“, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად ქვემოთ მოცემული სოციალური ჯგუფებიდან შერჩეულ 5 სტუდენტს ნაწილობრივ ან მთლიანად დაუფინანსდებათ  სწავლის საფასური, რაც სამომავლოდ, მათ საშუალებას მისცემთ მოახდინონ მიღებული ცოდნის რეალიზება და საზოგადოებრივ აქტივობებში ინტეგრირება.

დაფინანსება შეეხებათ პირებს, რომლებმაც ჩააბარეს ერთიანი სამაგისტრო გამოცდები და სარგებლობენ შემდეგი სოციალური სტატუსით:

[checklist]

[/checklist]

მიღების წინაპირობა:

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.gipa.ge