“ვიზეარის” თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტიდან ტექნიკური პრობლემების გამო ვერ აფრინდა

ავიაკომპანია “ვიზეარის” კუთვნილ თვითმფრინავს, რომელიც ქუთაისიდან გერმანიის ქალაქ დორტმუნდში უნდა გაფრენილიყო, ტექნიკური პრობლემები შეექმნა.

ქუთაისის აეროპორტის ინფორმაციით, ხომალდი აფრენამდე დააბრუნეს სადგომზე .

“მგზავრთა საყურადღებოდ!
ავიაკომპანია ვიზეარის რეისი ქუთაისი – დორტმუნდი, პროგრამული ხარვეზის გამო, ხომალდის ეკიპაჟის კაპიტნის გადაწყვეტილებით, აფრენამდე დაბრუნდა სადგომზე.

ამჟამად მიმდინარეობს საჰაერო ხომალდის ტექნიკური შემოწმება, რის დასრულების შემდეგაც გაცნობებთ დამატებით ინფორმაციას”, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც აეროპორტის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.