მდინარე ალაზანში მსუბუქი ავტომობილი გადავარდა

მდინარე ალაზანში მსუბუქი ავტომობილი გადავარდა. ინფორმაციას ნეტგაზეთს შსს უდასტურებს. უწყების თქმით, მანქანა მდინარეში ხიდიდან ჩავარდა.

შემთხვევის დროს ავტომობილში 5 ადამიანი იმყოფებოდა. ჯერჯერობით უცნობია, იმყოფებოდნენ თუ არა მანქანაში არასრულწლოვნები. გამოძიება 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს,  რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

უწყებიდან დეტალების მიღებისთანავე ინფორმაცია განახლდება.