ივანიშვილმა პრესკონფერენცია გრიპის ვირუსის გამო გადადო

პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ცნობით, შეხვედრის გადადების მიზეზი გახდა გრიპის ვირუსი და პრესკონფერენცია ბიძინა ივანიშვილის გამოჯანმრთელებისთანავე გაიმართება.


პრესკონფერენციის ზუსტი დრო და ადგილი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.


არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“ ბიძინა ივანიშვილმა 23 იანვარს დააფუძნა. ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებზე დამფუძნებელს 28 იანვარს უნდა ესაუბრა.