სვანიძის ქუჩაზე კაცის ცხედარი იპოვეს

დღეს, 28 ივნისს, სვანიძის ქუჩაზე, ძაღლების ყოფილი თავშესაფრის ნანგრევებში დაღუპული ადამიანის ცხედარი იპოვეს.

როგორც თვითმხილველმა “ნეტგაზეთს” უათხრა, კაცის ცხედარი შიშველია, ხელები და ფეხები არ აქვს. ცხედარი სავარაუდოდ დიდი ხნის დაღუპულია, რადგან ნაწილობრივ გახრწნილია.

ცხედარი ექსპერტიზაზეა გადატანილი, “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც აზუსტებენ ინფორმაცია და მოგვიანებით მოგვაწვდიან.