ახალი ამბები

ბოლო წლებში უცხოელების მიერ შეძენილი უძრავი ქონების 53% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის

27 ივნისი, 2018 • 21150
ბოლო წლებში უცხოელების მიერ შეძენილი უძრავი ქონების 53% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის

2012–2016 წლებში საქართველოში უცხოელებზე დარეგისტრირებული უძრავი ქონების ნახევარზე მეტი რუსეთის მოქალაქეების სახელზეა გაფორმებული.

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ანგარიშზე დაყრდნობით, “ფორსეტმა” მოამზადა ინფოგრაფიკი, რომლის მიხედვითაც, ხუთი წლის განმავლობაში უცხო ქვეყბნის მოქალაქეების სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციის 34 024 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 53% რუსეთის მოქალაქეების სახელზეა რეგისტრირებული.

თურქეთის, ირანისა და ერაყის მოქალაქეების სახელზე ჯამურად – 6%.

იმიგრაცია საქართველოში – ფორსეტის ინფოგრაფიკი

მასალების გადაბეჭდვის წესი