სასამართლომ ანანია გაჩეჩილაძე 100 ლარით დააჯარიმა

დღეს, 26 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ანანია გაჩეჩილაძე წვრილმან ხულიგნობაში დამნაშავედ ცნო და 100 ლარით დააჯარიმა. ქართული პრეზერვატივის კომპანიის, “აიისას” დამფუძნებელი გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

“აიისას” დამფუძნებელი სამართალდარღვევას უარყოფს და აცხადებს, რომ პოლიციელი სასამართლოს დარბაზში იტყუებოდა. მისი თქმით, მოსამართლე მთლიანად ენდო პოლიციელის ნათქვამს და არ დაინტერესებულა დეტალებით.

პოლიციელის თქმით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, ბევრი ადამიანის თვალწინ შეიგინა ანანია გაჩეჩილაძემ. “აიისას” დამფუძნებელი კი ამბობს, რომ საერთოდ არ შეუგინებია და პოლიციელი ლაშა ყაველაშვილი ცრუობს.

დაკავების საქმე რამდენიმე დღეში უნდა განხილულიყო, თუმცა, როგორც ანანია გაჩეჩილაძე ამბობს, თბილისის საქალაქო სასამართლო “აიისას” პირველი საქმის დასრულებას დაელოდა.

ანანიას თქმით, დაკავების შემდეგ სამართალდამცველებმა მის კომპანიას დაუხეთქა ჰომოფობიასთან ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი აქციისთვის ცისარტყელის ფერებში გამზადებული და ჰელიუმით გაბერილი პრეზერვატივები.

აიისა – პოლიციამ საჩვიდმეტმაისოდ გაბერილი პრეზერვატივები გაგვიხეთქა