მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air 2018 დღეს, 24 ივნისს დასრულდება. ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს 80-მდე ქართველი და უცხოელი არტისტის მოსმენა Lisi Wonderland-ის ტერიტორიაზე გნთავსებულ რამდენიმე სცენაზე შეუძლიათ. სამდღიანი ფესტივალის ფარგლებში მუსიკალური წარმოდგენების გარდა, ლისზე სტუმრებს ბევრი სხვა აქტივობაც ელოდება.
სანამ თქვენი საყვარელი შემსრულებელი სცენას დაიკავებს, Lisi Wonderland-ის სივრცეში, ფესტივალის სპონსორების მიერ მოწყობილ სივრცეებში შეგიძლიათ სხვადსხვა სპორტით დაკავდეთ.
სპორტული აქტივობების გარდა, Tbilisi Open Air-ზე რეტრო თამაშების სივრცე და კარაოკე ზონაც დაგხვდებათ.
ფესტივალის სტუმრებს, დღის განმავლობაში უფასო მაკიაჟსაც სთავაზობენ. ადგილზე შეგიძლიათ შეიძინოთ ქართველი “სტარტაპერების” მიერ შექმნილი პროდუქციაც.
ფესტივალის უცხოელი სტუმრებისთვის ლისზე საკემპინგე ზონაა გამოყოფილი. წელს კარვით Tbilisi Open Air-ზე 40-ზე მეტი სტუმარია ჩამოსული.
მათთ კი ვისაც კარავი არ აქვს, საფესტივალო სივრცეში პიკნიკის ზონებია გამოყოფილი.
და რაც მთავარია, ფესტივალის რამდენიმე სცენაზე საყვარელი შემსრულებლების მუსიკის მოსმენა შეგიძლიათ.
