ძლიერი სეტყვა ქუთაისში: საგანგებო სამსახურში 9 შეტყობინება შევიდა

22 ივნისს, საღამოს, ქუთაისში ძლიერი წვიმის და სეტყვის გამო საგანგებო სიტუაციების სამსახურში 9 შეტყობინება შევიდა.

როგორც “ნეტგაზეთს”  საგანგებო სიტუაციების სამსახურში უთხრეს, შეტყობინებები ძირითადად ქალაქის ცენტრალური უბნებიდან შევიდა.

დაშავებულები არ არიან, მოსახლეობისთვის სტიქიისგან მიყენებული ზიანის შესახებ ცნობები ადგილობრივ მთავრობას ჯერ არ გაუვრცელებია.