ახალი ამბები

მაუწყებლებს შორის რუსთავი 2–მა ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღო

21 იანვარი, 2014 • • 1062
მაუწყებლებს შორის რუსთავი 2–მა ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღო

მე–3 კვარტალში სარეკლამო მომსახურებით რუსთავი 2–მა 5 110 100 ლარის შემოსავალი მიიღო, გადაცემის ეთერში განთავსებით – 56 017 ლარი, სპონსორობით – 937,632 ლარი, ტექნიკური მომსახურებით – 78 712 ლარი, ხოლო სხვა სახის შემოსავალმა 526 ლარი შეადგინა. წლის მე–4 კვარტალში კომპანიის შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა – გადაცემის განთავსებით რუსთავი 2–მა 84,068.46 ლარი გამოიმუშავა, რეკლამით – 11,230,633.57 ლარი, სპონსორობით – 3,621,351.00 ლარი, სხვა სახის შემოსავლებმა 145,439.53 ლარი შეადგინა, ხოლო ტექნიკურმა მომსახურებამ  – 119,001.38 ლარი. გასული წლის მე–3 და მე–4 კვარტალში კომპანიას სულ 21 383 479 ლარი შემოსავალი ჰქონდა.

რუსთავი 2–ს შემდეგ მეორე ადგილზეა ტელეიმედი, რომელმაც მე–3 კვარტალში სარეკლამო სერვისით სულ 2 508 392 ლარი შემოსავალი მიიღო, ხოლო სპონსორობით –  672 385 ლარი. რუსთავის 2–ის მსგავსად, მე–4 კვარტალში იმედის შემოსავლებიც გაიაზარდა: კომპანიამ რეკლამების გზით 5,516,499.00 ლარი გამოიმუშავა, ხოლო სპონსორობით – 2,025,075.00 ლარი.

 

მესამე ადგილზეა მაესტრო, რომლის შემოსავალიც მხოლოდ რეკლამებით განისაზღვრა: 2013 წლის მე–3 კვარტალში – 1 298 085 ლარი, ხოლო მე–4 კვარტალში – 2,524,004 ლარი.

 

ჯი–ემ–ჯიმ გასული წლის მე–3 კვარტალში კონტენტის რეალიზებით და საეთერო დროის გაყიდვით 696 435 ლარი გამოიმუშავა, რეკლამით – 201 344 ლარი, სპონსორობით – 24 906 ლარი, სხვა შემოსავალმა 71 897 ლარი შეადგინა, ხოლო ტექნიკური მომსახურებით მობილიზებულმა თანხამ 2542 ლარი. მე–4 კვარტალში ჯი–ემ–ჯის შემოსავლები ასე გამოიყურება: გადაცემის განთავსება – 8,236.98 ლარი,  კონტენტის რეალიზება და საეთერო დროის გაყიდვა – 689,551.75 ლარი, რეკლამა – 234,112.67 ლარი, სპონსორობა 23,766.52 ლარი, სხვა – 45,219.32 ლარი, ტექნიკური მომსახურება – 2,542.38 ლარი.

სამოქალაქო განათლების ცენტრმა (ტაბულა)  გასული წლის მე–3 კვარტალში რეკლამებით 144 830 ლარი გამოიმუშავა, ხოლო მე–4 კვარტალში – 37,515.73 ლარი. მე–4 კვარტალში ტელეკომპანიას შემოსავლის სხვა წყაროც გაუჩნდა – 84,745.76 ლარი.

საპატრიარქოს ტელევიზიამ მე–3 კვარტალში  6 200 მიიღო რეკლამებით, ხოლო სპონსორობით – 8500. საპატრიარქოს ტელევიზიის მიერ წლის მე–4 კვარტალში მიღებული შემოსავლები ანგარიშში ასახული არ არის.

ობიექტივმა მე–4 კვარტალში რეკლამით 21,641.00 ლარი გამოიმუშავა, სხვა შემოსავლებმა – 415 ლარი შეადგინა, ხოლო შემოწირულობამ – 66,855.00 ლარი.

 

 

მე–3 კვარტალი
მე–3 კვარტალი

მე–3 კვარტალი
მე–3 კვარტალი

მე–4 კვარტალი
მე–4 კვარტალი

700
900

 

 

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებგვერდზე ასევე გამოქვეყნებული ინფორმაცია იმ პირების თაობაზე, ვისგანაც კვარტლის განმავლობაში 7000 ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს

მასალების გადაბეჭდვის წესი