კვიპროსში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს

საქართველოს ოთხი მოქალაქე კვიპროსში საბუთების გაყალბებისა და ყალბი საბუთებით მუშაობის უფლების მოპოვების ბრალდებით დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საქართველოს 38, 27, 28 და 27 წლის მოქალაქეები კვიპროსში მუშაობისა და ბინადრობის უფლების მოპოვებას ლიეტუვური და ბერძნული პასპორტებით ცდილობდნენ.

დაკითხვისას ოთხივე მათგანმა აღიარა, რომ ყალბი პასპორტები  100–200 ევროდ შეიძინეს.