ძლიერი წვიმის შედეგად “გალერია თბილისის” ნაწილში წყალი შევიდა

თბილისში 18 ივნისს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად  სავაჭრო ცენტრის, “გალერია თბილისის” პარკინგზე წყალი დაგროვდა, წყალი ასევე შევიდა რამდენიმე მაღაზიაში.

გალერია თბილისის ერთ-ერთი მაღაზია წვიმის შემდეგ © ქეთი გუჯარაიძე

“გალერია თბილისის” წარმომადგენლის ცნობით, მაღაზია “ვაიკიკის” ტერიტორიის ნაწილი დასველებულია, თუმცა ეს არ ეხება ტანსაცმელს, ხოლო მეორე მაღაზიაში, “NYX”-ში დასველდა პროდუქციის ნაწილი. “გალერია თბილისის” ცნობით, წვიმის შეწყვეტისთანავე ტექნიკური სამსახური უმოკლეს ვადაში შეეცდება ძლიერი წვიმის შედეგების აღმოფხვრას.