ძლიერი წვიმა მარნეულში: საგანგებო სიტუაციათა სამსახურში 8 გამოძახება შევიდა

მარნეულში მოსულმა ძლიერმა წვიმამ ქალაქში პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის შედეგად, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის(21:30) უწყებაში 8 გამოძახებაა შესული. ყველა შემთხვევაში, მოქალაქეები სახლების პირველი სართულების დატბორვის შესახებ იუწყებოდნენ. ამ დროისათვის მაშველები ამოტუმბვით სამუშაოებს ახორციელებენ, რომლებიც ნაწილობრივ, დასრულებულია.

მარნეულში ძლიერი წვიმა, დაახლოებით, ორი საათის წინ დაიწყო.