ფოტოკონკურსი „ფოტოგრაფირებული დამოუკიდებლობა“

GIPA-ს საზოგადოებასთან ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების ინიციატივით,  საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ფოტოკონკურსი „ფოტოგრაფირებული დამოუკიდებლობა“ გაიმართება.

კონკურსანტების დაჯილდოების ცერემონია შაბათს, 16 ივნისს, 17:00 საათზე, GIPA-ს მმართველობის სკოლის ტერიტორიაზე, იეთიმ გურჯის #7-ში გაიმართება.

კონკურსის ფინალური ეტაპისთვის შეირჩა 28 ნამუშევარი, რომელთაგან 3 საუკეთესოს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს და გამარჯვებულები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან:

პირველ სამეულს, ასევე, გადაეცემა, ქართული ღვინის კომპანიის “გიუაანის” ღვინის ოთახის საჩუქრები.

ფოტოკონკურსი და დაჯილდოვების ცერემონია საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის ამ უმნიშვნელოვანესი თარიღის აღნიშვნა GIPA-მ ახალგაზრდების თვალით დანახული ფოტოებით გადაწყვიტა, რომელთა დათვალიერების შესაძლებლობაც სტუმრებს ცერემონიაზე შეეძლებათ.

ღონიძიების სპონსორია ენერგეტიკული სასმელი “RED-BULL” და გამაგრილებელი სასმელი “RC Cola Georgia”.