მსოფლიო ჩემპიონატზე უმცროსმა ბორჯღალოსნებმა იაპონია დაამარცხეს [ფოტო/ვიდეო]

დღეს, 12 ივნისს, საქართველოს 20 წლამდელთა მორაგბეთა ნაკრებმა დაძაბულ შეხვედრაში იაპონიას მოუგო (24:22) და მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად შეძლო ორი მატჩის მოგება.

გადამწყვეტი ლელო საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, გელა აფრასიძემ დაუდო იაპონიის ნაკრებს.

გარდა დღევანდელი გამარჯვებისა, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ელიტაში ადგილიც შეინარჩუნეს.

მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით, მე-5 ტურში საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრები მე-9 ადგილისთვის შოტლანდიას შეერკინება.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიო ჩემპიონატზე იაპონია დაამარცხეს. ფოტო: ლევან ვერძეული