ვიდეო ▶ ძლიერი წვიმის მიუხედავად, თბილისში ქუჩის ფეხბურთს თამაშობენ

ძლიერი წვიმის მიუხედავად, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ სტადიონზე, ახალგაზრდები ქუჩის ფეხბურთს თამაშობენ. ფოტო და ვიდეო ნეტგაზეთს თიკო დანელიამ მიაწოდა.

თიკოს თქმით, ახალგაზრდები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში თამაშობდნენ თავსხმა წვიმაში, ფოტოებიც გადაიღეს და მხოლოდ ლამპიონების ჩაქრობის შემდეგ წავიდნენ სახლებში.