მინისტრმა ქონებრივი დეკლარაცია 2013 წლის ბოლოს წარადგინა და ის თანამდებობის პირის 2012 წლის ფინანსურ მდგომარეობას ასახავს. დეკლარაციის მიხედვით, მისი ოჯახის წევრებს ავტომობილები არა აქვთ.
კალაძის წინა წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, რომელიც 2011 წლის ქონებრივ მდგომარეობას ასახავდა, მას 11 ავტომანქანა და 2 მოტოტრანსპორტი ჰქონდა.
დეკლარაციის მიხედვით კალაძემ 2012 წელს 68000.00 USD შემოსავალი მიიღო ავტომანქანის გაყიდვიდან.
ქონებრივი დეკლარაციია ასახავს იმ ქონებას, რომელიც თავად პირმა გაასაჯაროვა. საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს თანამდებობის პირების მიერ შევსებულ დეკლარაციებში მითითებული ქონების სიზუსტის დადგენას ამა თუ იმ საჯარო უწყების მიერ.
