რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სენაკში ოპოზიციური პარტიები კონსულტაციებს 10 ივნისს რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით მართავდნენ.
როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება 158-ე მუხლის პირველი ნაწილით (კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა). ასევე, შსს-ის განცხადებით, გამოძიება დაიწყო სსსკ-ის 178-ე მუხლით (ძარცვა). შსს-ში აცხადებენ, რომ ერთმა მხარემ განაცხადა, რომ ტექიკა წაართვეს და ამ შეტყობინებაზე დაიწყო გამოძიება ძარცვის მუხლით.