ახალი ამბებიგართობა

მარნეულში ნაგავსაყრელზე გადაყრილი კვერცხებიდან წიწილები გამოიჩეკა [ვიდეო]

10 ივნისი, 2018 • 236619
მარნეულში ნაგავსაყრელზე გადაყრილი კვერცხებიდან წიწილები გამოიჩეკა [ვიდეო]

მარნეულში, ნაგავსაყრელზე გადაყრილი კვერცხებიდან, რომელიც მეფრინველეობის ფაბრიკაში გაფუჭებული ეგონათ, წიწილები გამოიჩეკა. როგორც “ნეტგაზეთს” მარნეულის მერმა, თემურ აბაზოვმა განუცხადა, წიწილები მარნეულის მოსახლეობამ სახლებში წაიყვანა.

“მე როგორც ვიცი, კვერცხები ეგონათ გაფუჭებული და გადაყარეს ისეთ ადგილას, სადაც ქვიანი ადგილია და სულ სითბოა. ისე შენარჩუნა ის კვერცხები, თითქოს ქათამთან ყოფილიყო და შესაბამისად, ბევრი წიწილა გამოიჩეკა. ბევრმა წაიყვანა წიწილები სახლში” – უთხრა “ნეტგაზეთს” აბაზოვმა.

ასევე ნახეთ:

ნუ მომკლავ -ზაზა სარალიძის და მისი მხარდამჭერების აქცია პარლამენტთან

მიხეილ კალანდია ბრალდებულია ხორავას ქუჩის მკვლელობის დანაშაულის დაფარვაში – შსს

მასალების გადაბეჭდვის წესი