თბილისში, ვაჩნაძის ქუჩაზე, სოსო დუმბაძის ვიდეო-ინსტალაციის, “ყვითელი ავტობუსის” ჩვენება მიმდინარეობს. პარალელურად კი ნაციონალისტების ჯგუფი კონტრაქციას მართავს. პოლიციას კორდონი აქვს გაკეთებული.
კონტრაქციის მონაწილეების თქმით, ერთ-ერთი მონაწილე გურამ ფალავანიშვილი პოლიციამ “გამოსაკითხად წაიყვანა”. ეს ინფორმაცია “ნეტგაზეთს” შსს-მაც დაუდასტურა.
2013 წლის 17 მაისს ვაჩნაძის ქუჩაზე ლგბტ აქტივისტებს თავს დასხნენ. ინსტალაცია, რომელსაც 8 ივნისს აჩვენებენ, სწორედ ამ დღის ვიდეოკადრებია გამოყენებული. ინსტალაციის ავტორი სოსო დუმბაძეა, რომელიც ამჟამად ვაჩნაძის ქუჩაზე იმყოფება.
ნახეთ, რა ხდებოდა ვაჩნაძის ქუჩაზე 2013 წლის 17 მაისს, როცა აქციის მონაწილეებს, რომლებიც ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავდნენ, თავს დაესხნენ მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები და მრევლი. აქციის მონაწილეები გადარჩნენ – ისინი პოლიციამ მიკროავტობუსით გაიყვანა.