20 წლამდე ბორჯღალოსნებმა ისტორიაში პირველად ჯგუფურ ეტაპზე მატჩი მოიგეს

20 წლამდე ბორჯღალოსნებმა მსოფლიო ჩემპიონატებზე ასპარეზობის ისტორიაში პირველად ჯგუფურ ეტაპზე მატჩი მოიგეს. მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა ირლანდიას 24-20 სძლია.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა, პირველი და მეორე ადგილები საფრანგეთმა და სამხრეთ აფრიკამ გაინაწილეს. ბოლო ადგილზე კი ირლანდიის ნაკრებია.

საქართველოს 20 წლამდე ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს.