“რუსული ჩექმა” დემნა გვასალიას Vetements-ისგან

ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას ბრენდი Vetements რუსული პასპორტის გამოსახულებით ჩექმებს აანონსებს. ჩექმის პირველი ფოტო ბრენდის ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზე გამოქვეყნდა.

Vetements-ის ახალმა ჩექმამ ბრენდის ოფიციალური გვერდის მიმდევართა შორის აზრთა სხვადასხვაობა უკვე გამოიწვია. მომხმარებლების ნაწილი ინტერესდება, რატომ გახდა რუსეთი უეცრად მოდური, ნაწილს კი ფეხსაცმლის დაუყოვნებლივ შეძენა სურს. კომენტარებში აქტიურობენ ქართველი მომხმარებლებიც, რომლებიც დიზაინერს ამ პრინტის გამო აკრიტიკებენ.