მისი თქმით, აღდგენითი სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია. დარჩენილია მცირე პრობლემა, რომლის გამოც 410 ოჯახს ელექტროენერგია ამ დორომდე არ მიეწოდება.

 

გადამცემი ხაზის დაზიანება აჭარაში

 

“უდიდესი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა აჭარის სამივე რაიონის ჩართვა. აბონენტებს მთელი აჭარის მასშტაბით ელექტროენერგია მიეწოდებათ შეუფერხებლად. გათიშული რჩება 500–მდე აბონენტი. მაქსიმუმ სამ დღეში მათ აღუდგებათ ელექტროენერგიის მიწოდება. არც ერთი აბონენტი აჭარაში არ შეხვდება  ახალ წელს ელექტროენერგიის გარეშე” – განაცხადა ილია ელოშვილმა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.

 

8 დეეკმბერს დიდთოვლობის შედეგად დაზიანდა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ხეყრუში და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვაში 220-კილოვოლტიანი გადამცემი ხაზები, “პალიასტომი 1” და “პალიასტომი 2”, რის გამოც აჭარის რეგიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *