ამის შესახებ სუბარმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა:


სოზარ სუბარი

“მოკვლევა მიმდიანერეობს, ეს არის საქმე, რომელშიც დასაკითხი იქნება არაერთი ადამიანი. ამოსაღები იქნება არაერთი მასალა და, შესაბამისად, ეს მუშაობა მიმდინარეობს.”

 

კითხვაზე, გამოქვეყნდება თუ არა კადრები, სოზარ სუბარმა  ასე უპასუხა:”ყველაფერს გაიგებთ, როცა მოკვლევა დასრულდება და კომენტარი გაკეთდება, თუ მომკვლევი ორგანო საჭიროდ ჩათვლის. “

 

ვანო მერაბიშვილმა 17 დეკემბერს განაცხადა, რომ შაბათს გამთენიისას გაიყვანეს ციხიდან, სავარუდოდ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, ერთ-ერთ სამუშაო კაბინეტში, სადაც მას დახვდა მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელიც, როგორც მერაბიშვილი ამბობს, დაემუქრა, თუკი არ ითანაშრომლებდა გამოძიებასთან ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებისა და მიხიელ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმეებზე.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *