სოფელ დირბიდან რუსმა სამხედროებმა სასულიერო პირი გაიტაცეს

რუსმა სამხედროებმა სოფელ დირბის ეკლესიის წინამძღვარი, იოანე ოხანაშვილი ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს:

“ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლომ მისია. მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად”.

როგორც სოფელ დირბში ადგილობრივებმა ნეტგაზეთს უთხრეს, იოანე ოხანაშვილი ერთადერთი იყო თანასოფლელებს შორის, ვისაც დაჭრილი ჯარისკაცები ცხინვალის კონტროლისქვეშ მყოფი ტერიტორიებიდან გადმოჰყავდა.