ახალი ამბები

ღარიბაშვილი: მაცხოვრის შობა არის პირველ რიგში სიკეთის და ჰუმანიზმის დღესასწაული

25 დეკემბერი, 2013 •
ღარიბაშვილი: მაცხოვრის შობა არის პირველ რიგში სიკეთის და ჰუმანიზმის დღესასწაული

“დღეს მსოფლიო საქრისტიანოს დიდი ნაწილი შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ქრისტეს დაბადება არის დასაწყისი ევროპული ცივილიზაციის, სრულიად ახალი კულტურის, სამყაროს მიმართ ახალი დამოკიდებულების. მაცხოვრის შობა არის პირველ რიგში სიკეთის, ჰუმანიზმის დღესასწაული.

 

ვულოცავ ამ დღეს  ყველა  ჩვენს თანამოქალაქეს, ვისთვისაც 25 დეკემბერი დიდი დღესასწაულია. ვუსურვებ მათ ბედნიერებას, კეთილდღეობას და დიდ წარმატებას  მშვიდობიან საქართველოში”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პრემიერი აქვეყნებს.

 

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი