ახალი ამბები

შსს – პირი, რომელმაც ნინო ლომჯარიას შეაგინა, დაკავებულია

3 ივნისი, 2018 • 2291
შსს – პირი, რომელმაც ნინო ლომჯარიას შეაგინა, დაკავებულია

პირი, რომელმაც ნინო ლომარიას სიტყვიერი შეურაცხყფა მიაყენა, დაკავებულია. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოექსის 166-ე მუხლითაა დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას სიტყვიერი შეურაცხყოფა ვაკის პარკში მიმდინარე ალტერნატიულ აქციაზე მიაყენეს. შეძახილები სახალხო დამცველის მისამართით აქციაზე მისი გამოჩენისთანაე გაისმა. მოგვიანებით, ლომჯარიამ ვაკის პარკი ზაზა სარალიძესთან ერთად დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი