რუსთაველის გამზირზე მოძრაობა აღდგა

პარლამენტის წინ, სადაც აქცია, სახელწოდებით “ნუ მომკლავ” მიმდინარეობს, საავტომობილო მოძრაობა აღდგა. უკვე მეორე დღეა, ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას მართავენ. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა მთავრობის გადადგომაა.