სალაძე: შსს-ში საქმის გამოძიების დაბრუნება არსებითად არაფერს ცვლის

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარის, სულხან სალაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხორავაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიძიებს, პროცესს ზედამხედველობა მაინც პროკურატურამ უნდა გაუწიოს. როგორც საიას თამჯდომარემ “ნეტგაზეთთან” განმარტა, საბოლოო გარაწყვეტილება, წავა თუ არა საქმე სასამართლოში, პროკურორმა უნდა მიიღოს:

“ნებისმიერი გამოძიებაზე, რომელიც ტარდება შინაგან საქმეთა სამინისტროში ან პროკურატურაში, ზედამხედველობას ახორიცელებს თავად პროკურატურა. შესაბამისად, საქმის შინაგან საქმეთა სმაინისტროში დაბრუნებითა და გამოძიებით გამოიკვეთება ახალი ფაქტობრივი  გარემოებები, რომლებიც შეიძლება სისხლის სამართლის საქმესთან მიმართებაში დადგეს დღის წესრიგში, წავა თუ არა საქმე სასამართლოში, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება ბოლოს მაინც პროკურორმა უნდა მიიღოს” – უთხრა “ნეტგაზეთს” სულხან სალსაძემ.

სალაძის თქმით, მთავარი პრობლემა ამ მიმართულებით ის იყო, რომ პროკურატურის გამოძიებასთან კითხვები არსებობდა და ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ შსს-ს შემთხვევაშიც არ განჩნდეს მსგავსი კითხვები. მისივე თქმით, ამის უზრუნველყოფა შეიძლება გამოძიებაში თუნდაც დაზარალებულის მეტი ჩართულობითა და მონაწილეობით.

“რეალურად, სხვა შემთხვევაში, პრობლემა ის კი არ იყო, რომ პროკურატურა იძიებდა იმ საქმეს და არა შსს, თუნდაც ბოლო ეტაპზე. პრობლემა იყო ის, რომ პროკურატურასთან მიმართებით არსებობდა კითხვები და იგივე კითხვები არ უნდა გაჩნდეს შსს-ს მხრიდან გამოძიების წარმოების პროცესში. თორემ ის, რომ შსს-ში დაბრუნდა საქმე, არსებითად არაფერს ცვლის” – ამბობს საიას თავმჯდომარე.

სალაძის თქმით, არსებული სიტუაციის თავიდან არიდება დამოუკიდებელი საგამოძოიებო მექანიზმის შექმნითაა შესაძლებელი. თუმცა, მისივე განცხადებით, ამას არც არსებული და შემოთავაზებული მოდელი არ ითვალისწინებს:

“ჩვენ წლებია ვლაპარაკობთ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე. მისი არსია, რომ როდესაც საუბარია შესაძლო დანაშაულის ნიშნებზე და ეს ეხება სამართალდამცავ ორგანოებს, ამას ცალკე მდგომი, დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება უნდა იძიებდეს. დღეს ხელისუფლება გვთავაზობს მოდელს, რომლის მიხედვითაც  ინსპექტორთან კი შეიქმნება ეს მექანიზმი, მაგრამ საბოლოო გადაწვყეტილებას მაინც პროკურორი მიიღებს. ამ რისკებს ვერც არსებული და ვერც შემოთვაზებული სისტემა ვერ აზღვევს. ამიტომ, აქაც შეიძლება ამაზე დაიწყოს გამოძიება, მაგრამ იმის პირდაპირი გარანტია, რომ ეს საქმე მივა ბოლომდე, არ არსბეობს. ობიექტურად გამოძიების ერთადერთი განმსაზღვრელი დღეს არსებული სიტუაციაა და ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს კითხვები არ დარჩეს” – ამბობს სალაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.