პარლამენტის წინ აქციაზე გიორგი კვირკაშვილი მივიდა – ვიდეო

პარლამენტის წინ შეკრებილებთან, რომლებიც მთავრობის გადადგომას მოითხოვენ, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მივიდა.

“წადი! წადი! წადი! გადადექი!” – სკანდირებენ აქციის მონაწილეები. ისინი ამბობენ, რომ კვირიკაშვილს არ მოუსმენენ.

კვირიკაშვილმა თქვა, რომ სარალიძე-დადუნაშვილის მკვლელობის საქმეს შსს გამოიძიებს, თუმცა მას სიტყვის გაგრძელების საშუალება არ მიეცა. აქციაზე ამ დრომდე დაძაბულობაა.

კვირიკაშვილმა ტერიტორია დატოვა მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყეს.