IRI-ის კვლევა: “ქართულ ოცნება” – 27% , ენმ- 17%, “ევროპული საქართველო”- 7%

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 27% “ქართულ ოცნებას” , 17%- “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, ხოლო “ევროპულ საქართველოს” 7% უჭერს მხარს.

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, გამოკითხვის მონაწილეებს დაუსვეს კითხვა, შემდეგ კვირას საპარლამენტო არჩევნები რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდნენ ისინი ხმას. შედეგები ასე გადანაწილდა:

IRI- ს კვლევა პოლიტიკურ პარტიებზე

საპირწონედ ამისა, კვლევის მონაწილეებს დაუსვეს კითხვა, თუ რომელ პარტიას არ მისცემდნენ  ხმას არასდროს. ამ კითხვაზე პასუხისას ერთ რესპოდენტს რამდენიმე პარტიის არჩევა შეეძლო. შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

IRI-ს კვლევა

კვლევა ჩატარდა ბალტიის კვლევების / გელაპის ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით. მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოკითხეს  საარჩევნო უფლების მქონდე 1500 საქართველოს მოქალაქე. რესპონდენტთა გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი.