პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ზაზა სარალიძესთან შეხვედრა მიმდინარეობს

ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდის მამა, ზაზა სარალიძე დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრას მართავს. შეხვედრა 10:30 საათზე დაიწყო, თუმცა თავად პრეზიდენტი მას არ ესწრება. ამის შესახებ ნეტგაზეთს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

როგორც პრესსამსახურმა გვითხრა, შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან  საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე ესწრებიან. გარდა ამისა, შეხვედრაზე  ზაზა სარალიძის ადვოკატებიც იმყოფებიან.