თბილისის მეტრო წვიმის გამო 10 წუთით გაჩერდა

დღეს, 29 მაისს, დიდუბის ღია მონაკვეთზე წვიმის გამო თბილისის მეტროს პრობლემები შეექმნა, რის გამოც ყველა მატარებელი 10 წუთით გააჩერეს.

როგორც მერიის სატრანსპორტო კომპანიაში ნეტგაზეთს განუცხადეს, ადგილზე ტექნიკური ჯგუფი ოპერატიულად გავიდა და სამუშაოები ჩატარების შემდეგ, მეტროში მოძრაობა განახლდა.

მეტროს მემანქანეების ინფორმაციით, დიდუბის ღია მონაკვეთზე წვიმის გამო კაბელი იყო დაზიანებული, რის გმაოც ავარიული სიტუაცია შეიქმნა და ხარვეზის აღმოფხვრამდე აუცილებელი იყო მატარებლების გაჩერება.