ჩვენ ერთად ვცეკვავთ – “ბასიანში” აქცია დაიწყო – live

თბილისის კლუბების, BASSIANI / HOROOM / SPACEHALL-ის კარი დღეს, 27 მაისს,  ღიაა ყველასთვის, რადგანაც იქ აქცია მიმდინარეობს.

აქცია  ცეკვით 17.00 საათზე დაიწყო და 24.00 საათამდე გაგრძელდება.

ასე კლუბების ადმინისტრაცია მხარდამჭერებთან ერთად  “გამარჯვებას” აღნიშნავს. 

ბასიანი, 27 მაისი, 2018. ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო ბიძინაშვილი

აქცია თავდაპირველი გეგმის მიხედვით რიყის პარში უნდა გამართულიყო. ორგანიზატორების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კლუბ “ბასიანის” დაბრუნება იყო, რომელიც 12 მაისის სპეცოპერაციის შემდეგ პოლიციამ დალუქა საგამოძიებო მოქმედებების საბაბით, თუმცა 23 მაისს ლუქი მოხსნეს და აქციამაც სახე იცვალა.

“27 მაისის აქციის ძირითადი მოთხოვნა იყო, დაებრუნებინათ კლუბი.  ეს მოთხოვნა უკვე შესრულდა. ჩვენ ამას აღვიქვამთ როგორც ხელისუფლებისგან კეთილგონივრულ გადაწყვეტილებას, რადგან კლუბი “ბასიანი” პოლიტიკური მძევალი იყო და ეს იყო არა მხoლოდ “ბასიანის”, არამედ მთელი ელექტრონული სცენის პრობლემა იყო. შესაბამისად, გვინდა ეს გამარჯვება გავიფორმოთ, აღვნიშნოთ და ყველა ერთად დავდგეთ. პირველად მთელი საკლუბო სცენა გაერთიანდება და სხვადასხვა ადგილების წარმომადგენლები ერთად დაუკრავენ,”-განაცხადა 25 მაისს “ბასიანის” ერთ-ერთმა მფლობელმა ტატო გეთიამ.

ამას გარდა დღევანდელი აქციის მონაწილეები ერთგვარად ეხმიანებიან ბერლინის აქციას – ბერლინში 27 მაისს   70-ზე მეტი კლუბი მასობრივ რეივ-აქციას მართავს ულტრა მემარჯვენე ნაციონალისტების წინააღმდეგ.

რიგი კლუბ “ბასიანის შესასვლელთან”. 27 მაისი, 2018. ფოტო? ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

კლუბი ბასიანი . 27 მაისი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

[red_box]წინა მოვლენები მოკლედ[/red_box]

ყველა მასალა ამ თემაზე:

სპეცოპერაცია გალერისა და ბასიანში