მასკი ჟურნალისტების შესაფასებლად საიტს ქმნის, რომელსაც შესაძლოა “პრავდა” დაარქვას

Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი ვებსაიტის შექმნას გეგმავს, სადაც მომხმარებლებს ჟურნალისტებისა და  მედიაკომპანიების შეფასება შეეძლებათ. როგორც ილონ მასკი ტვიტერზე წერს, შესაძლოა ახალ ვებ-გვერდს “პრავდა” დაარქვას.

მასკის ამ გადაწვეტილებას CNN მედიაზე თავდასხმად აფასებს. ამერიკული მედიაკომპანია წერს, რომ მასკი მედიას არაკეთილსინდისიერებაში ადანაშაულებს.

მასკის თქმით,  შექმნის ვებ-გვერდს, სადაც საზოგადოებას შეეძლება შეაფასოს, რამდენად ეფუძნება ნამდვილ ამბებს ესა თუ ის სტატია, საბოლოო ჯამში კი, შეიქმნება შეფასების სისტემა თითოეულ ჟურნალისტსა და გამოცემაზე.

Going to create a site where the public can rate the core truth of any article & track the credibility score over time of each journalist, editor & publication. Thinking of calling it Pravda …

— Elon Musk (@elonmusk) May 23, 2018

Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ საიტი არა მხოლოდ დაცული უნდა იყოს ბოტებისგან, არამედ ამხილოს ყველა, ვინც პასუხისმგებელია მათი გამოყენებით დეზინფორმაციის გავრცელებაზე.

Not only needs to be botproof, but seek & unmask anyone operating a disinformation bot army

— Elon Musk (@elonmusk) May 23, 2018

მასკის თქმით, საიტს შესაძლოა “პრავდა” დაარქვას, რაც რუსულად სიმართლეს ნიშნავს და საბჭოთა კავშირის პერიოდში კომუნისტური პარტიის ცენტრალური გაზეთის სახელწოდება იყო. მოგვიანებით,ილონ მასკმა ტვიტერზე დაწერა, რომ შესაძლოა საიტს “You are right” (მართალი ხარ) დაარქვას, და უკვე მის მფლობელობაში არსებული ვებსაიტი გამოიყენოს.