პარლამენტის კომიტეტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიში ჩააგდო

პარლამენტის დარგობროვი ეკონომიკის კომიტეტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიშს მხარი არ დაუჭირა.

კომიტეტის თავმჯდომარის კითხვაზე, ვინ არის მომხრე, რომ პლენარულ სესიაზე გავიდეს აღნიშნული ანგარიში, ხმა ყველამ წინააღმდეგ მისცა.

ანგარიში დეპუტატებს გააცნო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ირინა ფუტკარაძემ.

პარლამენტში საზოგადოებრივი მაუწყებლის 2017 წლის ანგარიშს  თან ახლავს მაუწყებლის შიდა აუდიტის 2017 წლის დასკვნაც.